რა მაინტერესებს, Antminer s9-ის ჩამოტანას ვგეგმავ ერთ ცალს გასატესტად. განბაჟება გადასახდელი მექნება? ბიტკოინებში ვიხდი საფასურს და იმიტომ მაინტერესებს. ასევე ხოარ იცით დაახლოებით რამდენ ხანში ჩამოვა საქართველოში?
ვფიქრობ ჩამოვიტანო ერთი ცალი რადგან გავტესტო დაახლოებით რამდენს დამიწერს, ვისწავლო მაინერის გამართვა (ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება, თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენად რთულია?).
მადლობა წინასწარ.
რთული არარის, სატესტოდ s9-ს ჩამოტანა ცოტა ძვირი სიამოვნებაა, ბიტმეინზე ბიტკოინს აღარ იღებენ გადარიცხვა მოგიწევს მაინც, თუ სხვა ვენდორისგან ყიდულობ შეიძლება თხოვნა რომ რამე ინვოისი ჩადონ 120$-მდე მაგრამ ჩვენი საბაჟო მაინც თავისებურად მუშაობს და შეიძლება უფრო დიდი ფასი ხიონ. თუ მწარმოებლიდან ხდება გამოწერა 7 სამუშაო დღეში ადგილზეა მაინერი. სახლის პირობებში მუშაობა გამორიცხულია თუ ცალკე კარგად იზოლირებული ოთახი ან ავტოფარეხი არარის ხმაურის გამო.