რთული არარის, სატესტოდ s9-ს ჩამოტანა ცოტა ძვირი სიამოვნებაა, ბიტმეინზე ბიტკოინს აღარ იღებენ გადარიცხვა მოგიწევს მაინც, თუ სხვა ვენდორისგან ყიდულობ შეიძლება თხოვნა რომ რამე ინვოისი ჩადონ 120$-მდე მაგრამ ჩვენი საბაჟო მაინც თავისებურად მუშაობს და შეიძლება უფრო დიდი ფასი ხიონ. თუ მწარმოებლიდან ხდება გამოწერა 7 სამუშაო დღეში ადგილზეა მაინერი. სახლის პირობებში მუშაობა გამორიცხულია თუ ცალკე კარგად იზოლირებული ოთახი ან ავტოფარეხი არარის ხმაურის გამო.
მადლობა ინფორმაციისთვის.
გასაგებია, არა ვფიქრობ Bitmain-დან გამოვწერო და ბოლოს როგორც გავიგე Paypal გადახდა მოხსნესო თორე მე ბევრად მირჩევნია იდეაში Paypal-ით გადახდა.
კი ნამდვილად ძვირია გასატესტად მაგრამ ვფიქრობ რომ თუ კარგად გავერკვიე როგორ გავუშვა და ასევე ნორმალურად დაწერა, 10 ან 15 ცალის ჩამოტანა მინდა შემდეგ. ვიფიქრე s7 ვიყიდი სატესტოდთქო მაგრამ ალბათ მაინც ჯობია იგივე ვერსია ვიყიდო რის ჩამოტანასაც შემდეგ ვგეგმავ.