Post
Topic
Board Other languages/locations
Re: ქართული (Georgian)
by
mettalmag
on 01/12/2017, 09:06:11 UTC
მოგესალმებით,

ვქმნით მაინერების ჰოსტინგ სერვისს საქართველოში, თავისუფალ ზონაში. საიტი მზადაა, ორ კვირაში ფერმაც დასრულდება. ინგლისურ ენაზე რეკლამა დავდეთ და დადასტურებას გვთხოვენ რომ ნამდვილია კომპანიაა.

ვეძებთ ამ ფორუმის წარმომადგენელს, ვისაც მოვიწვევდით ფერმაში და ვინც შემდეგ ინგლისურენოვან ტოპიკ-ზე დაწერდა რომ ფერმა მართლაც არსებობს და მუშაობს.

მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@cryptoinvesthub.com

თქვენი დროის დახარჯვის ასანაზღაურებლად მზად ვართ ძალიან იაფად დავაყენოთ ერთი მაინერი ჩვენთან ან გადაგიხადოთ, როგორც შევთანხმდებით.


http://cryptoinvesthub.com/ http://crypto-georgia.com/  

გამარჯობა.
ფორუმის წარმომადგენელი მაღალი rank აქაუნთით გჭირდებათ როგორც მივხვდი ხო ?


კი, ფორუმის წარმომადგენელი მაღალი რანკით გვინდა რომ მოვიდეს ჩვენს ფერმაში დაახლოებით 10 დღეში და დაადასტუროს რომ კომპანია ნამდვილად არსებობს და ფერმის ხარისხზეც ორი სიტყვით დაწეროს.
აჰაა, ესეიგი ფორუმის წარმომადგენლები მაღალი რანკით? გახლავართ, როგორც რანკითაც ასევე ნდობითაც. არ მეგონა თუ ნამდვილად რამე სერიოზული იყო იმიტომ რო ელექტროენერგიის ფასი ძალიან დაბალი გაქვთ და ვერ ვხვდები მოგება რაში უნდა ნახოთ.
ხო მართლა, მეტალმაგის არ იყოს მეც გილოცავთ
სხვათაშორის თქვენი თემა 2-მა უცხოელმა დამილინკა, არ სჯეროდათ. ოფისი დედაქალაქში გაქვთ მაგრამ დარეგისტრირებულები მამაქალაქში რატომ ხართ Cheesy Cheesy

მოლოცვისთვის მადლობა.

კომპანია დარეგისტრირებული თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, მაგიტომ არის რეგისტრაციის ადგილი ქუთაისი. მთელი გუნდი ვინც ამ საკითხზე ვმუშაობთ თბილისელები ვართ და ოფისის მისამართიც მაგიტომ არის თბილისის. დროებით ვიყენებთ ჩემი პარტნიორის მეუღლის ოფისის მეორე სართულს, სანამ ჩვენი ოფისი გაიხსნება საბურთალოზე.

რაც შეეხება მომგებიანობას PM-ში გამოგიგზვანით უფრო მეტ ინფორმაციას, რადგან საჯაროდ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ.

მაქსიმუმ ერთ კვირაში მზად უნდა იყოს ყველაფერი და თუ მოახერხებთ გამოსვლას და ნახვას ჩვენი ფერმის მადლობელი ვიქნები.

სიამოვნებით ვნახავდი ადგილზე თუ რათქმაუნდა შესაძლებელი იქნება.
თბილისში ძალიან ბევრი კლიენტი მყავს ვინც შეიძ₾ება დაინტერესდეს თქვენი სერვისით.