მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო.
აქ იქნება ჩვენი პატარა ქართული კუთხე ამ არაჩვეულებრივ ფორუმზე.
ეს ადგილი ძალიან ბევრ ინფორმაციასა და შესაძლებლობას გვაძლევს მომავალი განვითარებისათვის კრიპტოვალუტის დარგში.
ნუ დაიზარებთ რეგისტრაციას და აქტიურობას.
ნელნელა განვიხილავთ ყველა საკითხს, ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება თავი მოვუყაროთ აქ ყველაფერს რაც ვიცით, არ ვიცით, გვაინტერესებს.
კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

გამარჯობა,
ახალი პატარპატარა ვალუტებიდან, თქვენი ფავორიტი რომელია და რატომ?
მე lympo ს ვბალეშიკობ, მაგრამ არმგონია რამე უზარმაზარი მომავალი ჰქონდეს, მაგრამ კრიპტოების უმეტესობა 10-20 მლნ ით გამოდის, და თუ ცოტა სიმპათიური ვალუტაცაა და ძაან ბანძი არაა 100 მლნ მდე მაინც ადიან ასეთუისე.
ხო, მაგას მეც დავუმუღამე, მარა რასაც ვყიდი იზრდება და რასაც ვყიდულობ იკლებს
ჯერ დამწყები ვარ
დიდი მოთმინების უნარი გინდა, კარგი ანალიზი.
გადახედე წარმატებულ პროექტებს და მიჰყევი მათ როადმაფს, რა გააკეთეს, როდის, როგორ. დროთა განმავლობაში გაიწაფება გონება და შეხედვისთანავე მიხვდები ხოლმე, ღირს თუ არა ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის მიღება.
გამარჯობა,
რა კაი რანკია :/
მეილზე მომწერეს ადრე რანკები იყიდებაო, და არცისე ძვირი იყო, მაგრამ კაციშვილმა არიცის ვინებიიყვნენ, შემთხვევით თვითონ ფორუმს ხომ არ აქვს მსგავსი რამ? ანუ რომ გადავუხადო და ვიყიდო რანკი, ბაუნტებს დავუმუღამე და მემგონი ღირს რანკის ყიდვა.
მადლობა

რანკი კარგია ნამდვილად, კიდევ გვიან მაქვს რეგისტრაცია ფორუმზე გავლილი, მაგრამ ეგ არაფერი.
ბაუნტი პროგრამებს რაც შეეხება ნამდვილად კარგი წყაროა ჩვენი რეალობით საკმაოდ კარგი ფულის შოვნისა.
ფორუმს რომ არ გაცდე სულ და აქ ნახო პატარ პატარა სამუშაოები (თარგმნა, სტატიები etc.) ბაუნტის მიღმა თვეში 500-700$-ის ექვივალენტ კოინებზე ახვალ მარტივად.
ცოტა რთულია ბაუნტიუ პროგრამების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რამოდენიმე თვის მერე რეალურად არა მხოლოდ მატერიალური არამედ მენტალური შედეგი მოაქვს, მცდელობა იმისა, რომ დააკმაყოფილო ბაუნტი პროგრამის მოთხოვნები ავტომატურად გაიძულებს ამა თუ იმ თემაში კარგად გაერკვე, რაც თავისდანებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, აქედან გამომდინარე თან სწავლობ თან ფულს შოულობ გამოდის.
საინტერესო ადგილია მოკლედ
