აფთერფართი სამივე დღეს იყო, როდის იყავი იქნებ გავიცანით კიდევაც ერთმანეთი ))
საკმაოდ ნაყოფიერი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნისათვის
თუ ჩვენი მთავრობა ცოტათი ხელს შეუწყობს ინდუსტრრის განვითარებას ეკონომიკური წინსვლა თუნდაც მიზერით გარანტირებულია
ძალიან ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს და აღარ ექნება რა ვჭამო დღეს საფიქრალი მხოლოდ
იქნებ ეშველოს ამ წყალწაღებულ ქვეყანას
ახლა ვცდილობ ჩერეზ გირჩი მოვხოდო კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიების და პროექტების გადასახადებისგან განთავისუფლება, რადგან გირჩში ისედაც ყველანაირი გადასახადის ლიბერალიზაციას ემხრობიან. ამ სფეროს განთავისუფლება კი პირდაპირი გასაღები იქნება სხვა სფეროებზე გასატრაკებლად. თან საცდელად ადვილად დაიკერება სახელმწიფოს მმართველობა თუ განთავისუფლების ეკონომიკურ სარგებელს დაანახებ. რადგან ნამდვილად სჭირდება საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, და მათ შორის მთავრობას - ლარის გამყარების აბავში.
21 ში ვიყავი მხოლოდ, ქართველებიდან მხოლოდ თამარ მენთეშაშვილს ვესაუბრე, რომელსაც მანამდეც კაიხანია ვიცნობდი, ისე რომ დაწერე
თუ ვინმეს გაინტერესებთ მასალების გაზიარებაც შესაძლებელია
მასალების გაზიარებაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, თავისუფალ დროს გადავხედავდი. გააჩნია რა ფორმატში იქნება
გადასახადებიდან ისედაც არ არი თავისუფალი? ჯერ მგონი არ მიგვიღია მაგაზე კანონი და თუ გულისხმობ ტოკენიდან შემოსავლების დაბეგრვას მაგის თავიდან აცილებაც ხო შესაძლებელია.
ისე კონკრეტულად რომ მიიღონ კანონი კრიპტო ვალუტის დაბერგვის გათავისუფლებიდან კარგიიქნება.
თუ რამე დახმარება დაგჭირდა და ტიმ ეძებ დაგიდგები მხარში

)
გირჩი კარგი თემაა და იმედია გივიმარჯვებთ. ბევრი სასარგებლო რაღაცაების გაკეთება შეიძლება.
ცოტა სხვა რამეს ვგულისხმობ, ანუ იდეაში ჩემი აზრით სწორი განვითარება სფეროს ექნება ასეთი : (ანუ ჩემიაზრით იდეალური მომავალი - ამ სფეროს განვითარების ერთერთი გზა)
1 - erc20 პლატფორმა იძლევა შესაძლებლობებს რომ ე.წ. შეარინგები განხორციელდეს, მათშორის ფიქსირებულ ვალუტებშიც, რადგან თუ მაინც იგივე ვალუტას გიშეარებენ რაც გაქვს, ამ დროს ყველამ იცის როდის იყიდოს და როდის გაყიდოს, ამიტომ ბევრი ადამიანი რჩება დადამპული, მოსწრებაზე არიან ხოლმე როცა შეარინგი გაკეთდება ვალუტები მოიშორონ, რადგან იციან ყველა იგივეს იზავს. ეს არასწორი განვითარებაა. და იდეაში იმ შეარინგსაც აზრი ეკარგება, რადგან თუ გქონდა 100 სირქოინი და 10 სირქოინი დაგიმატეს - ამ 110 ს ხშირად 100 ზე ნაკლები ფასი აქვს ხოლმე. ამიტომ შეარინგის გაკეთებისას ვფიქრობ სწორი იქნება თუ ფიქსირებულ ვალუტებს დააშეარებენ (moneytoken გადადის დაახლოებით მსგავს საკითხზე, თავისი სტაბილური ვალუტა შექმნა თუ ქმნის)
2 - მე ვფიქრობ, რომ მომავალში უმეტესობა იქნება ასე : მაგალითად მე მყავს მაგარი თიმი და ვეძებ საერთაშორისო მასშტაბის ინვესტორებს და მინდა ძაან ელემენტარულად რომ ვთქვათ - ლუდსახარშის გაკეთება, ისინი ყიდულობენ ჩემ ტოკენებს და მე თანხას მაკვრევინებენ, შემდეგ მე ვხსნი ლუდსახარშს და 100% შეარინგზე ვმუშაობ, ანუ თუ დავდე წლის ბოლოს მოგება 100 000 000 $ მე ვყიდულობ 100 000 000 $ ის ფიქსირებულ ვალუტას, ამ შემთხვევაში USDT თიზერს ან კიდევ გამოვლენ მომავალში. და ვურიგებ მათ ამ მოგებას, როგორც ფიქსირებულს, ანუ ჩემმი გაზიარებული 100 000 000 $ ი ტოკენჰოლდერთან მივა როგორც 100 000 000 $ და არა ნახევარი ან მეასედი. (სხვა ფაქტია მე მექნება თუ არა მსგავსი სანდოობა რომ ტიპებმა ჩემ ბიზნესში ჩადონ ინვესტიცია)
3 - გადასახადებისგან განთავისუფლება მინდა ზუსტად ამ ნაწილში, ანუ თუ სახელმწიფო დამიბეგრავდა მოგებას და საშემოსავლოს, მე ვერ გავაზიარებდი 100 000 000$ ს და მომიწევდა 80 ის გაზიარება, დაჟე ნაკლების, დეღეგე + საშემოსავლო + მოგება +აქციზი და ა.შ. 50% მდე არტყავს, ამ კონკრეტულ სფეროში კი უფრო მეტზე. ანუ იდეაში თუ ლუდსახარში - რომელიც შეარინგს აკეთებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით - განთავისუფლდება გადასახადებისგან, და ეს პრეცენდენტი დადგა. გამოიწვევს ორ შესაძლო განვითარებას :
1 - ლუდსახარშს თუ შეუძლია იგივე, მოდი მაღაზიებს გადავიყვანთ შეარინგზეო, რაც ძაან კარგი იქნება, (და ისიც განთავისუფლდება გადასახადებისგან) და ასე გაგრძელდება სანამ ყველა არ გადავა (ნუ იდეაში ზოგი თვითონ დაიტოვებს და დააბოლებს სახელმწიფოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი - ტექნოლოგიურ განვითარებას და ცოდნის ამაღლებას მივიღებთ)
2 - თუ მსგავს მიდგომას გავიტანთ - სხვა სფეროების გადასახადებისგან განთავისუფლებასაც მივაღწევთ.
erc20 პლატფორმა იმიტომ ვფიქრობ რომ იდეალურია მსგავსი განვითარებისთვის, რომ იგივე საფულეზე - სადაც შენს ტოკენს ფლობს ტოკენჰოლდერს - პირდაპირ იქ დაუსვავ შენ თიზერს. და ამ შემთხვევაში ტოკენჰოლდერებს ექნებათ გარანტირებული ბენეფიტები, თან ფიქსირებულ ვალუტაში, რომლიდანაც ნაწილს დამატებითი ტოკენების ყიდვაში გამოიყენებს და ნაწილს პირადი ინტერესებისთვის.
მსგავსი განვითარების მოდელი - თვითონ ბლოკჩეინსაც და იდეაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ვალუტების შემოდინებას მოხოდავს.
ნუ გაჩნდებიან თუ არა ასეთ მოდელზე - აფერისტები? კი.
ასე თუ განვითარდება სფერო, ძალიან ბევრი თანხის მოხოდვა შეიძლება. ძალიან ბევრი უკვე გამოცდილი ადამიანი გვყავს ძალიან ბევრ სფეროში, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სანდოობა, (ნუ ჩამომათვლევინებთ :დ)
მაგრამ აი მე რაც ვთქვი, იგივეს თუ შემომთავაზებს მაგალითად ცუკერბერგი, ან გაცილებით დაბალი სანდოობის, მაგრამ გამოცდილების მქონე პროფესიონალი. შეიძლება დავფიქრდე და იდეაში erc20 გახდება როგორც საფონდო ბირჟა, სადაც აქციებს ფლობ - გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ეს კი დიდი პლიუსია კომპანიის შემქმნელებისთვის.
P.S შეარინგი მოხდება ტოკენის პროცენტული ფლობის მიხედვით, ანუ თუ ფლობ 1% ჩემ ტოკენს, შენ მიიღებ 1% ს 100 000 000 დან. და ა.შ. ეს სამართლიანი განაწილებაა. თან უყურე ახლა, ბონდებზე წვდომა - ყიდვა-გაყიდვა ბევრს არ შეუძ₾ია, როცა ეს კრიპტოა - მაშინ ძალიან მარტივად დააგდებ საფულეზე და დაჰოლდავ საშვილიშვილოდ. შეხედავ - რომელ კომპანიას აქვს განვითარების პოტენციალი და დააგდებ. იგივე ხდებოდა 90 იანებამდე სადაც ძალიან დაბალ ფასებში იყიდებოდა ახლა ძალიან მაგარი კომპანიების აქციები.
გარდა იმისა რომ შენს ტოკენს ფასი მოემატება - რადგან ტოკენჰოლდერის ბენეფიტები მკაფიო იქნება, ამ ადამიანებსაც ექნებათ სისტემატიური ყოველწლიური შემოსავალი. (100% შეარინგი იყო მაგალითისთვის, იდეაში შეიძლება 30/70 ზე აკეთო და 30 დააზიარო 70 რეინვესტირება გააკეთო და ყოველწლიურად ბიზნესი გაზარდო - ამაზე ჰოლდერებს არექნებათ პრეტენზია. თუ თავიდანვე პირობაში სწორად და გასაგებად გექნება გაწერილი შენი როადმაპი)
ნუ ვიცი ჯერ სფეროსთვის საკმარისად განვითარებული კოდექსი არგვაქვს, მაგრამ .. ესაა ყველასთვის და პირველრიგში სფეროსთვის განვითარების სწორი გზა.
ანუ შენ რასაც ამბობ ეგრე არ გამოვა იმიტომ რომ პირობითად შენ ლუდსახარში თუ გახსენი და არ აძლევ სახელმწიფოს არაფერს საერთოდ, ადგება და ამას ყველა მოითხოვს, შესაბამისად სახელმწიფოს ისე თუ ასე დააკლდება ბიუჯეტში სერიოზული თანხა, ვერ გადაუხდის ჩინოვნიკებს, თავდაცვას ვერ გაძლიერებს და მრავალი.
ჩემი აზრით გადასახადები უნდა დაწიონ კრიპოს მხრივ, ამერიკაშ მაგალითად კრიპთოთ ვაჭორა სხვანაირად იბეგრება ანუ უპრო დაბალი გადასსახუა ვიდრე 35-40%
სანამ შვეიცარიაში არ გაირკვევა რაღაცაები მანამდე იქნება ესე როგორც არის. ვისაც უნდა ისეთ გადასახადს დაგიწესებს.
შენც ნუ იფიქრებ მთლად გამდიდრებას საქმე აკეთე დაგრჩეს სუფთა მოგება 20-30% უფრო მეტიც დაგრჩება. ზოგადად ეგეთ პროექტს რომ აკეთებ მანდ მაგას ქვეპროექტებიც მოყვება.
რაც შეეხება ერკ20 პრაქტიკულია და მაგაზე კარგი რამ არ მეგულება ჯერ, რომც რაიმე გამოვიდეს ჩათვალე ვიტალიკაც ჩაუმატებს რაგაცაებს
შვეიცარიაში ამ სფეროს დიდ ყურადღებას ანჭებენ და სერიოზული სწავლებაც მიდის.