მოგესალმებით მეგობრებო და თანამოაზრეებო!
წინასწარ მოგიხდით ბოდიშს შეცდომებისთვის, ვინაიდან ძალიან დიდი ხანია არ ვცხოვრობ სამშობლოში და ქართულად არ მიწერია. თანაც თრანსლიტით ვწერ.
მე ამ კრიპტო სამყაროს სულ ოთხიოდე თვეა შემოვუერთდი და იმდენად მომითტაცა რომ მთავარი სამსახურის მერე საათებით სულ კითხვაში, ბაუნტიში და თელეგრამში ვზივარ, რაგაც ნარქოთიქივით გახდა :-)
რა თქმა უნდა ფინანსური ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ თექნოლოგიის ფაქთორი და ამ სამყაროს შეცვლაში (და იმაში რომ დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ ბლოკჩეინის გამოგონებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი მეპარება) მონაწილეობის საშუალება კიდევ უფრო მეთი მიზიდავს.
ამის წინ ვიქავი საქართველოში და გაირკვა რომ ძალიან დიდ ნაწილს გაუგია ბიტკოინი და ახლობლებში ვიგაც მაინც ყავთ მაინერი რომ უყენია, მაგრამ თითქმის არავინ აზრზე არ არის რა ტექნოლოგი მოაქვს. რომ დავბრუნდი ვიპოვე ამ ფორუმში ჯართული ტოპიკი და უზომოდ გამიხარდა. სამწუხაროთ როგორც ვხედავ ძალიან აქტიური არ არის. ცოტა გამიკვირდა და გული დამწყდა. მეგონა ქართველებში ამ ახალი მერითის სისტემით უფრო დიდი შანსია რანკის აწევის თქო, ვინაიდან გერმანულშიც ვარ და იქ მარტო თავისიანებს აძლევენ და რუსულში ხომ თოვლს არ მოგცემენ ზამთარში:-) და თავის ტვინქებს აძლევენ. ამიტომ ვფიქრომ რომ თუ გავაქტიურდით და ერთმანეთს დავეხმარეთ ყვზლაზე დიდი შანსი აქ არის (თუმცა ყვზლაyე აქთიურებს ლეგენდარი აქვთ უკვე და დანარჩენები როგორც ჩანს 1 ქითხვას დასვავენ და ქრებიან.)
ვინაიდან ბლოკჩეინს ბიტქოინის გარდა მეტად უფრო დიდი ფუნქციაა აქვს და ჩვენ ჯერ ამ გრძელი გზის დასაწყისში ვართ, დიდი პოტენციალია ფულის შოვნითის თვალსაზრისით ბაუნტინაც და აისიოთიც.
თუმცა ბევრი დრო არ მრჩზბა ამჟამათ , ვიფიქრე იქნებ რაგაცნაირათ საინთერესო პროექთებისთვის თრედი ხომ არ გაგვეკეთებინა , ნახევარი ბაუნტის, ნახევარი ახალი ალთკოინებისთვის, სადაც ჩვენს აზრს + pro/contra ს დავწერთ და საინტერესო ბაუნტის სიას, ვინაიდან საქართველოს ფირობებით ნამდვილად ძალიან ეფექთურია...
მოქლეთ ჩემი მხრიდან მyად ვარ ინფორმაციის გამოცვლისთვის და ეგებ ერთად მოვახერხოთ რამე... მაინტერესებს აქაური ძველი ხალხის აზრი, ან გამოცდილება, თუ ასეთი რამის გაქეთების მცდელობა იყო.
ბლოკჩეჯნის განვითარება საქართველოში ჩვენს ხელშია და რაც უფრო გავავრცელებთ მით უკეთესი საერთო ჯამში კრიკტოსთვისაც და შესაბამისად ჩვენთვისაც!

მადლობა

რანკი კარგია ნამდვილად, კიდევ გვიან მაქვს რეგისტრაცია ფორუმზე გავლილი, მაგრამ ეგ არაფერი.
ბაუნტი პროგრამებს რაც შეეხება ნამდვილად კარგი წყაროა ჩვენი რეალობით საკმაოდ კარგი ფულის შოვნისა.
ფორუმს რომ არ გაცდე სულ და აქ ნახო პატარ პატარა სამუშაოები (თარგმნა, სტატიები etc.) ბაუნტის მიღმა თვეში 500-700$-ის ექვივალენტ კოინებზე ახვალ მარტივად.
ცოტა რთულია ბაუნტიუ პროგრამების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რამოდენიმე თვის მერე რეალურად არა მხოლოდ მატერიალური არამედ მენტალური შედეგი მოაქვს, მცდელობა იმისა, რომ დააკმაყოფილო ბაუნტი პროგრამის მოთხოვნები ავტომატურად გაიძულებს ამა თუ იმ თემაში კარგად გაერკვე, რაც თავისდანებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, აქედან გამომდინარე თან სწავლობ თან ფულს შოულობ გამოდის.
საინტერესო ადგილია მოკლედ

გარკვეული კაცი იქნები შენ...

სალამი,
ძალიან მიხარია მეც, როდესაც ახალ ადამიანს ვხედავ ჩვენს, ქართულ ტოპიკში.
სამწუხაროდ როგორც აღნიშნე აქტიურობაში მოვიკოჭლებთ, ესეც ალბათ ჩვენი ქართული ხასიათის ბრალია

რამოდენიმე წელია full time ამ საქმით ვარ დაკავებული, ვსტუმრობ კონფერენციებს ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში, უკრაინაში, ამას წინათ რუსეთიდანაც იყო მიწვევა მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობის გამო უარი ვთქვი მონაწილეობის მიღება, ასევე საქართველოში გაიმართება სმაილ ექსპოს კონფერენცია. სიმართლე ვთქვა თემაზე ბევრ ახალს ვერაფერს მოისმენ, მაგრამ კონტაქტები და ახალი ხალხი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
პროექტებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ლოკალურ ჯგუფებთან მიჭირს ურთიერთობა, ისევ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ყველა ყველაფრის პროფესორია და ხანდახან ვერ ვიგებ ხოლმე რათ უნდათ გუნდი, როდესაც თვითონაც ყველაფერი ასე კარგად იციან, ამიტომ ვთანამშრომლობ ჩემს უცხოელ პარტნიორებთან გლობალურ პროექტებზე, ძირითადად მრჩეველის სტატუსით.
მაინინგს რაც შეეხება საკმაოდ განვითარებულია ჩვენთან, მაგრამ იმდენ პროფესიულ შეცდომას ვაწყდები ხოლმე, მიკვირს როგორ მოვიდნენ აქამდე.
რაც მთავარია ბოლო ორი წელია ხალხმა გაიგო მაინინგით ფულის შოვნის გემო და 90% ვინც დაუფიქრებლად არ მოიქცა გაიუმჯობესა ეკონომიკური მდგომარეობა.
ასევე გამიხარდა, რომ ახსენე ტექნოლოგიური ინოვაცია და კონტრიბუციით მიღებული სიამოვნება გარდა ფინანსური გეინისა, ჩემი მამოძრავებელიც ეს ორი რამ არის რათქმაუნდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ცნობიერების მაქსიმალურ დონეს მივაღწიოთ საქართველოში, რადგან პოტენციალი უსაზღვროა, შესაძლებლობები დაუთვლელი. ვცდილობ ყველას დავეხმარო რჩევითა თუ დარიგებით, არ აქვს მნიშვნელობა. გავაკეთე ასევე ქართული ფორუმი, რომელზეც არ არის გასაკვირი და აქტივობა ნულია, მაგრამ არ მოვეშვები და გავაპიარებ კარგად, საკუთარი სახსრებით რათქმაუნდა. ნელა მაგრამ ფეხს იკიდებს შეკრებები, რომლებიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ვცდილობ გავაკეთო ისეთი შეკრებები სადაც არავინ არაფერს დაარეკლამებს, გაყიდის - არამედ თემაზე ისაუბრებენ, გაუცვლიან ერთმანეთს იდეებს, გამოცდილებას, სამწუხაროდ ძალიან რთულია ეს როგორც საორგანიზაციოდ ასევე ფინანსებს საჭიროებს, რისი უანგაროდ გაღების საშუალებაც ასე ჯერ არ მაქვს, მაგრამ ესეც იქნება

რაც შეეხება წამოწყებას ნებისმიერისათვის მზად ვარ და გვერდით მიგულეთ, არ დავიშურებ არცერთ რესურს რომელიც ჩემს ხელთ იქნება, ფიზიკურსა თუ მენტალურს.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან მიხარია ახალი ხალხი და იმის შეგრძნება მიჩნდება, რომ ნამდვილად წინ წავალთ ამ კუთხით.